წარმოდგენილ სახელმძღვანელოში განხილულია მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხები, კერძოდ: ძირითადი ცნებები და კატეგორიები, ცხოვრების დონის შესახებ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების მეთოდები, დასაქმებისა და უმუშევრობის დონის სტატისტიკური გაზომვის მეთოდები, მოსახლეობის შემოსავლებისა და დანახარჯების სტატისტიკური ანალიზი, ეკონომიკური ზრდის გავლენა ცხოვრების დონეზე, ცხოვრების დონის სტატისტიკის ზოგადი და სპეციფიკური მაჩვენებლების გაანგარიშების წესები, კონკრეტული მეთოდები და მათი გამოყენების პირობები. წიგნში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ცხოვრების დონის სტატისტიკის საერთაშორისო მეთოდოლოგიის განხილვას.
სახელმძღვანელო გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის და ამ საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.